ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელშეი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას თაღლითი უწოდა.
“ესე იგი შეთანხმდნენ იმ ვაქცინის მოწოდებაზე, რომელიც არ გამოსულა, არ შემოწმებულა და ნებართვაც რა თქმა უნდა, არ გაცემულა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ივნისამდე პანდემია ისედაც დამთავრდება ან წარმატებით მოვიხდით. მიმიქარავს ოსტაპ ბენდერი ვასიუკში. არა რა, ვფიქრობ ამდენი თაღლითი ერთ კვადრატულ მეტრზე ასეთ პატარა ქვეყანაში მართლაც მეტისმეტია“, – დაწერა ნათელაშვილმა სოცქსელში.
ცნობისათვის, „რუსთავი 2“-ის ეთერში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონკრეტულად Novavax-იდან მილიონი დოზის მიღებას ელოდება.