საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედის, ზეინაბკედიას ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს შემდეგი წარწერით:
„დედის დღე თუ არის დედის დღე იყოს!“, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ში.
ცნობისთვის, გასული საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ზეინაბ კედია პარიზში 2016 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
კედია პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლის , ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის, ლევან ზურაბიშვილის მეუღლე იყო.
იხ: ფოტო:


