ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა” – რატომ უჩივიან “ტვ პირველს”

ტელეკომპანია “პირველის” მიერ გორში “ნაცმოძრაობის” ოფისზე თავდასხმაში შესაძლო ბრალდებულთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფარნა მახოხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც მახოხაშვილი წერს, ის “ტვ პირველისთვის” სასამართლოში ჩივილს აპირებს.

“ტვ პირველმა ჩემს მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც აბსოლიტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს. ტვ პირველმა ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ პირველმა ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა. მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!” – წერს მახოხაშვილი.

ტვ პირველმა ჩემს მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც…

Posted by Parna Maxoxashvili on ოთხშაბათი, 03 მარტი, 2021

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე 1994 წელს დაბადებული თ.მ. 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

იტვირთბა....