ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარებიო” – კულუმბეგოვი გახარიასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე საუბრისას გიორგი გახარიას სიტყვები იხსენებს. მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მთავრობის ყოფილმა მეთაურმა იხუმრა, რომ თუ ვინმე ვაქცინას შემოიტანდა თვითმფრინავის დაცლაში პირადად მოეხმარებოდა. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ახლა ახალი ადმინისტრაციის პირობებში არანაირი შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ წინა შეხვედრაზე გულწრფელად ამბობდა, რომ ნეტა ვინმემ მოიტანოს ვაქცინა და თვითმფრინავის დაცლაში მივეხმარები პიროვნულად მზად ვარო. გახარიამ თქვა, ოღონდ ვინმემ მოიტანოს და ეს იყოს რეალობაო.

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვერცერთმა ვერ მოახერხა PFIZER-ის MODERNA-სა და ASTRAZENECA-ს ვაქცინების შეტანა. ძირითადად აკეთებენ ჩინურ ვაქცინას”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....