“რამდენი პროცენტია აცრილი, ამით იანგარიშება, მოცვა რამდენია, თორემ დაწყებით, შეიძლება, ვიღაცამ 100 დოზა გააკეთოს. ვაქცინაციის დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა. დამთავრება, რეალურად, ისრაელს აქვს, რომელმაც 90% აცრა უკვე და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, რომელსაც 60% აქვს უკვე მოცვა. აშშ-ს აქვს 22%, დიდ ბრიტანეთს – 30% და მთლიანად ევროკავშირს – 7%”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ “ფორმულას” გადაცემაში განაცხადა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში “ფაიზერის” პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდებოდნენ, თუმცა ვაქცინის შემოტანის პროცესი გადაიდო.
ცნობისთვის, “კოვაქს პლატფორის” განცხადება გავრცელდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.