ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 349 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 742, პისიარტესტით – 10 607.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,7 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 265 805 გამოჯანმრთელდა, 3 541 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 258, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 477 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 151 პირი.

ამასთან, 2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პაციენტი.

იტვირთბა....