გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბადრი ბასიშვილმა “ინტერპრესნიუს” განუცხადა, დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინვენტარი.
„როგორც ვიცი, ეს იყო ჯგუფურად დაგეგმილი თავდასხმა, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. დიდი ალბათობით „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ. ეს 2012 წლიდან უკვე მე-6 ფაქტია, მათ შორის ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ხდებოდა ყველაზე ხშირად. ახლაც ღარიბაშვილი დაინიშნა რამდენიმე დღეა პრემიერად და დიდი ალბათობით, ანალოგიური პროცესების გაგრძელებას უნდა ველოდოთ.
დაზიანებულია ინვენტარი, დამტვრეულია მინები, როგორც ვიცი, რამდენიმე პიროვნება პოლიციამ უკვე დააკავა“, – განაცხადა ბასიშვილმა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მომხდარფაქტთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.