ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე?” – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

„მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

მისივე თქმით, კოვაქს პლატფორმასთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია, როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრი ამ საკითხზე ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან ის პოლიტიკოსია.

“პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფს წარმოადგენდა ის.

ერთხელ ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

იტვირთბა....