საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურა ცდილობს მოიგონოს ახალი მეთოდი, თუ როგორ გაათავისუფლოს “ნაციონალური მოძღაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
„არავის გახარებია აქ, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით (ნიკა მელიას) და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაც, იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს,“ – აცხადებს იგი.
ცნობისათვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.