ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მითხარით! თუ ის ადამიანი ქვეყანას უფრო მეტს გაუკეთებს, სიამოვნებით დავუთმობ ჩემს ადგილს”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას არც დაპირიპირება აქვს ვინმესთან და არც მისი გადაყენების საკითხი დგას დღის წესრიგშ.

“თუ ძალიან გინდათ გადავდგე და გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და კი ბატონო! თუ ჩავთვლი, რომ ის ღირსეული ადამიანია და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს და ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით დავუთმობ მას ადგილს. მითხარით! ჯერ მე არ გამიგია, რომ ჩვენთან აუდიტი შემოდის, არ ვიცი, არ უთქვამთ ჩემთვის. ახლა რომ მივალ გადავამოწმებ. ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ,  პირველ მარტს “სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან ამირან გამყრელიძის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ჩიხლაძის თქმით, გამყრელიძის მიდგომა არის დაუსაბუთებელი, ასევე, არსებობს საეჭვო შესყიდვები, ათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული.

იტვირთბა....