ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა”- ბენ ჰოჯესი

თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველში მიმდინარე მოვლენებში ოპოზიციაა დაზარალებული მხარე.

როგორც ბენ ჰოჯესმა  „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრსას განაცხადა, აუცილებელია, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგეს, რადგან ვითარება განიმუხტოს.

“ოპოზიციასაც აქვს აქ საკუთარი როლი. ის, რა თქმა უნდა, დაზარალებული მხარეა, მაგრამ პასუხისმგებლიანი, შემდგარი და ცივი გონების მქონე ოპოზიციის „ლიდერშიპი“ ასევე დამხმარე [ფაქტორი] იქნება. ვფიქრობ, არ შეიძლება მოლაპარაკებამდე წითელი ხაზების გავლება, რადგან ამ შემთხვევაში რეალური მოლაპარაკება ვერ გექნება. იმედი მაქვს, მოვნახავთ გზებს, რომ ორივე მხარემ შეძლოს დაძაბულობის შემცირება“,- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მისივე თქმით, საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს.

ამასთან, როგორც ყოფილმა მთავარსარდალმა აღნიშნა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ , რაც ქვეყანაში ხდება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება და ამით სარგებელს მხოლოდ კრემლი იღებს.

იტვირთბა....