ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი ჩართულია ამ ყველაფერში”- ბენ ჰოჯესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი  „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

როგორც ბენ ჰოჯესი აცხადებს, რაც ქვეყანაში ხდება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება და ამით სარგებელს მხოლოდ კრემლი იღებს.

ამასთან, ბენ ჰოჯესი ირწმუნება, რომ მიმდინარე მოვლენებსი ჩართუია კრემლი სწორედ იმიტომ, რომ აქედან სარგებელს მხოლოდ ის ნახულობს.

„ამით მხოლოდ კრემლი და კრემლის მხარდამჭერები სარგებლობენ. ასეთ ძალადობას ქართველი ხალხისთვის კარგი არაფერი მოაქვს. საქართველოს მეგობრებმა, განსაკუთრებით, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა, აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ ორივე მხარე ერთმანეთს დაელაპარაკოს. ამასთან, იმედი მაქვს ნებისმიერი სახის ძალადობის შედეგად, მეტი ადამიანი აღარ დაშავდება.

არ ვისურვებდი, ვნახო სანქციები მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ყურადღებით უნდა შევაფასოთ ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არ არის კუნძული. ის მსოფლიოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ეჭვი არ მეპარება, რომ კრემლი არაპირდაპირ თუ სხვა გზებით ჩართულია ამ ყველაფერში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი ბენეფიციარია, კრემლს არ სურს ისეთი საქართველო, რომელიც ევროპასთან მეტად ინტეგრირებულია. ჩვენ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმაზე, თუ სადაა ეს გავლენა,”- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ამასთან, როგორც ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, ამ მოვლენებში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა.

 

 

 

იტვირთბა....