პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარები გაკეთდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი გაგრძელდება.
,,მინდა ვთქვა, რომ ბატონი შარლ მიშელის ინიცირებული შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში. ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება.
შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, მე მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან, შემდგომ ნაბიჯზე ჩამოვყალიბდებით. კიდევ ერთხელ განვაცხადე შეხვედრაზე, რომ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ერს გააერთიანებს. ჩვენს ერს სჭირდება საერთო ეროვნული კონსესუსი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.