,,3 ათასი ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის 3 ათასი ოჯახი, პასუხს ვინ აგებს, ამ 3 ათას ოჯახს პასუხს ვინ გასცემს? ის, რომ მოსახლეობის 20 %-მა გადაიტანა კოვიდი, რომელიც თითქმის 600 ათასი ადამიანია, ამის 30% დაინვალიდდება, ექნება სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, ვიცით რომ კოვიდი ტოვებს ქრონიკულ დაავადებებს, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, არავინ?” – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.
“პირბადე ვერ გააკეთეს ნორმალურად, რატომ? შეთქმულების თეორია კი არ არის, ჯერ გეგონება არაპროფესინალიზმია, მერე ისეთი შეგრძნებაა, რომ შეგნებულად აკეთებენ. ან მართლა განზრახ აკეთებენ, ან მართლა ვერ აკეთებენ და ამისთვის არსებობს პროკურატურა და ამასთან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავისთავზე”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.