ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩივილსაც არ გამოვრიცხავ” – ეკატერინე ტიკარაძე „კოვაქს პლატფორმის“ განცხადებაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ COVAX პლატფორმას უჩივლოს არასწორი ინფორმაციის გავრცლების გამო. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ს განუცხადა. აქვე გეტყვით, რომ საქმე ეხება COVAX პლატფორმის კომენტარს, რომელიც დღეს IPN-მა გაავრცლა და რომელსაც ტიკარაზე ბრალდებებს უწოდებს. როგორც ირკვევა, საქართველომ ვაქცინები დაგეგმილ ვადებში კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობის გამო ვერ მიიღო.

“ამ სტატიის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ პასუხი იმაზე თუ რატომ გაეცა IPN-ს მსგავსი პასუხი, ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი არ გავეცით, არასდროს მოსულა.

კოვაქს პლატფორმა ერთელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ, ბოსნიასთან დაკავშირებით, რის გამოც ბოსნიამ უჩივლა კოვაქს პლატფორმას. ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ ველოდებით განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, ვინაიდან მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა შემდეგ გავაგრძელებთ საჭირო კომუნიკაციებს”, – თქვა ტიკარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა საქართველომაც უჩივლოს COVAX პლატფორმას არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ტიკარაძემ უპასუხა:

“იქიდან გამომდინარე, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზეც, მე ამასაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე გამოყენებული არის ჩვენი ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან, რომ მოხდეს პოლიტიკური ესკალაცია და დაძაბულობა და ამას ჯანდაცვის სამინისტრო არ დაუშვებს. ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზები, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისარგებლონ პოლიტიკური ბრლადებებით’, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისათვის, პირველ მარტს სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა “კოვაქს” პლატფორმის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინის 29 500 დოზა თებერვლის თვეში, როგორც ამის შესახებ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ. გამოცემა წერს, რომ “კოვაქსის” თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მათ მიერ დაწესებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. 

იტვირთბა....