ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაწუხებს გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი და არსებული პოლიტიზაცია”- შარლ მიშელი

“აქ მე მაწუხებს გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი და არსებული პოლიტიზაცია,”- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, დადგა დრო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს.

“ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის არის სანდო პარტნიორი და ჩვენ ვიზიარებთ იმ მთავარ ფასეულობას როგორიც არის დემოკრატია. მეორე მთავარი გზავნილია, რომ თქვენს გვერდით ვართ კოვიდ 19-თან ბრძოლაში, სადაც თქვენ რთული ვითარება გაგაჩნიათ. მესამე გზავნილი არის ის, რომ ახლა და აქ მე მაწუხებს გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი და არსებული პოლიტიზაცია. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები პოლიტიკური დიალოგისთვის. მე ყველას ვიწვევ რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა დრო რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და მე ვიმეორებ რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა”, – განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა, დღეიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.შარლ მიშელმა შეხვედრები გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

დღესვე, შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზს ეწვევია და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

 

 

იტვირთბა....