ჟურანალისტი, ლაშა მესხი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლითაც ექსპრეზიდენტს პრეზიდენტობის პერიოდში გაკეთებულ განცხადებას ახსენებს.
აღნიშნულ ვიდეოში კი მიხელ დაკაშვილი ამბობს, – “მომავალი წელი არის ჰესების ნამახვანის და ალბათ სხვა ჰესების მშენებლობის წელი”.
„2012 წლის შემდეგ ქუთაისის ცენტრალური მოედანი ხალხით მხოლოდ დღეს გაივსო! ეს ხალხია რეალურად დაცლილი პოლიტ ანგაჟირებისგან და ყველაფრის ფასად იცავენ რიონის ხეობას. ზღვა ხალხის დანახვაზე ცხადია ყველა პოლიტ პარტიას გაუჩნდა პროტესტში ცხვირის შეყოფის სურვილი. განსაკუთრებით კი ამ პატივცემულს, რომელსაც ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება. არა ბატონებო! ეს პროტესტი არის სახალხო და მისი რომელიმე მხარეს გადაქაჩვა არ გაგივათ“ – წერს ლაშა მესხი.
შეგახსენებთ, ქუთაისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.