პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დაბრუნებულ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდებებს უყუნებენ და ამბობენ, რომ ის მის თანაგუნდელებს ყველაზე ბინძური მეთოდეით ებრძვის.
პრემიერს ამ ბრალდებას ორგანიზაცია “სამოქალაქო ფრონტის” ყოფილი დამფუძნებელი გოგიტა დაქალქიშვილი უყენებს, რომელიც 2012 წელს წინა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო.
“ის იკადრებს ყველაფერს, ყველას წინააღმდეგ, მთავარია მან თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს,’- ამბობს დალაქიშვილი.
დალაქიშვილი თამაზ თამაზაშვილზე და მის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზეც საუბრობს.
“თამაზაშვილის შემოთავაზება იყო, შეგვენარჩუნებინა ბირთვი, ან გაგვემსხვილებინა, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება მოხდებოდა 50 ათასი ლარის ფარგლებში, და ჩვენ უნდა გვეკეთებინა, რასაც ღარიბაშვილის სიმამრი დაგვავალებდა ამის კურატორი უნდა ყოფილიყო სუს-ის იმდროინდელი უფროსი გიორგი ზედელაშვილი,”- ამბობს დალაქიშვილი.
დალაქიშვილი ირწმუნება, რომ იმდროინდელ შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პროკურატურაზე კონტროლის მოპოვება სურდათ.
ირკვევა, რომ ღარიბაშვილი დაპირისპირებაში იყო იმ დროინდელ პროკურორთან არჩილ კბილაშვილთან და მისგან მეტ რადიკალიზმს ითხოვდა. ამიტომ, ფულის სანაცვლოდ აქციები “სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით” სწორედ პროკურატურასთან უნდა გამართულიყო.
დალაქიშვილის თქმით, გარდა პროკურატურისა, ღარიბაშვილს და მის სიმამრს სურდათ კონტროლი სასჯელაღსრულების სამინისტროზეც დაემყარებინათ, რომლის მინისტრიც იმ დროს სოზარ სუბარი იყო. სწორედ ამ მიზნით აქცია იყო შეკვეთილი ამ უწყების წინააღმდეგაც, თითქოს ციხეებში წამება გრძელდება და პატიმრები უკმაყოფილოები არიან.
იგივე ინფორმაციას ადასტურებს სასჯელაღსრულების სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაიაც, რომელიც ამბობს, რომ ღარიბაშვილი ყველაფრის მკადრებელია.
“დამისვამს კითხვა, ასეთი ახალგაზრდა და ასეთი გარყვნილი როგორ არის-მეთქი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია”- ამბობს ირაკლი კორძაია.