ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) “თავი ტელესერიალის გმირი მეგონა, მაგრამ ჩემი დამამცირებელი კადრების გადაღება ჩაეშალათ”- რა ხდებოდა განყოფილებაში მელიას მიყვანის დროს

ებნ-ის ლიდერი ნიკა მელია TV “პირველისვის” ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში მისი დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

მელიას ინფორმაციით, პარტიის ოფისიდან შსს-ის შენობაში მისთვის მიზანსცენა მოამზადეს.

“მიზანსცენა ჩემთვის მზადდებოდა. ხელბორკილეით გადმომიყვარეს და თავი ტელესერიალის გმირი მეგონა,”- ამბობს მელია.

მელიას თქმით, სამინისტროს ეზოში შესვლისას მან დაინახა სამი ოპერატორი, რომლებიც მისი შეყვანის კადრებს იღებდნენ.

“სამი კამერა მუშაობდა და ჩემს გადაადგილებას სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ. გავრილოვებს ვეძახდი, მიზანსცენა გავაფუჭე. ჩემი დამამცირებელი კადრების გადაღება ჩაეშალათ, ამიტომ არ გამაშუქეს,”- ამბობს მელია.

ნიკა მელია ინტერვიუში დაკავების მომენტზეც საუბრობს და ამბობს რომ სპეცრაზმელებს ადამიანები ცემა-ტყებით ჩაჰყავდათ შენობის ქვევით.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....