“ზუსტად ვიცი, რატომ ითხოვს ვახო სანაია პატიმრობის შეფარდებას დამნაშავეთათვის! მე თავად 2016 წელს გამოვცადე თავდასხმა (იმდროისთვის პოლიტიკური ჟურნალისტი ვიყავი) თანაც პოლიციელების მხრიდან!” – ასე ეხმიანება ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი “ფორმულას” ჟურნალისტის, ვახო სანაიას იმ განცხადებას, სადაც მან თავდასხმაში ბრალდებულბისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
როგორც გასვიანი თავისივე პოსტში დასძენს, თუ ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობას არ მიუსჯიან, ეს ცუდი პრეცედენტი იქნება ბევრი “ქუჩის თავდამსხმელისთვის!!”
„ზუსტად ვიცი, რატომ ითხოვს ვახო სანაია პატიმრობის შეფარდებას დამნაშავეთათვის! მე თავად 2016 წელს გამოვცადე თავდასხმა (იმდროისთვის პოლიტიკური ჟურნალისტი ვიყავი) თანაც პოლიციელების მხრიდან! თავდასხმა და იარაღით მუქარა! ! საშინელი გრძნობაა ქვეყანაში ჟურნალისტს როცა თავს ესხმიან!!! კატეგორიულად ვითხოვდი მათ დასჯას და დაისაჯნენ კიდეც, რადგან ყველაზე დიდი საშინელებაა ჟურნალისტს ქუჩაში ესხმოდნენ თავს ბავშვთან და ოჯახთან ერთად!.. ასევე ნებისმიერ მოქალაქეს!… პატიმრობა თუ არ მიესჯებათ, ეს იქნება ცუდი პრეცენდენტი ბევრი “ქუჩის თავდამსხმელისთვის!!”
კანონი ყველაზე მკაცრი უნდა იყოს ასეთი თავდამსხმელების მიმართ!
P.s. ძალიან ბევრი ჟურნალისტი დამიდგა მაშინ გვერდით…
სახელმწიფოც და ყველა მოქალაქე! თუმცა რამდენიმე კოლეგამ არც შეიმჩნია მაშინ:) ასეც ხდება ხოლმე”, – წერს გასვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.