ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დადექით და ითვალეთ თავები! ძაან ზევით აწეული დრონებით დიდად ნუ დაირწმუნებთ თავს”- ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციებთან დაკავსირებით წერს.

ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ნუ იქნება დარწმუნებული, ხალხს ერთპარტიული მმარტველობა მოსწონს.

როგორც ჟურნალისტი წერს, შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ აქციებზე მისვლას, მაგრამ ისინი საკუთარ პოზიციას არჩევნებში დააფიქსირებენ.

“რა სასაცილოა თავების თვლა მიტინგებზე, როცა საჯარო სივრცეში, სოცქსელშია გადატანილი ის განწყობები, რის გამოც ადამიანები საპროტესტო აქციებზე დადიან. დადექით და ითვალეთ თავები. მიტინგზე შეიძლება ვერ ჩამოვიდეს ადამიანი,მაგალითად, სურდეს, მაგრამ რომელიმე სოფლიდან ვერ ჩამოვიდეს ან სამსახურის გამო, ან პანდემიის შიშით, აქვე, დედაქალაქშიც ვერ შეუერთდეს აქციას.

ყველა არ დადის მიტინგზე, მაგრამ სოცქსელში აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და შემდეგ-არჩევნებზე, ისე, როგორც ახლახანს დააფიქსირა 2020-ის 31 ოქტომბერს. ასე რომ, ძაან ზევით აწეული დრონებით გადაღებული კადრებით დიდად ნუ დაირწმუნებთ თავს, რომ ხალხს ეს ერთპარტიული პარლამენტი მოსწონს და ეგუება, ან ეგუება იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება, ოპონენტების ციხეში ჩაყრას, ჟურნალისტებზე თავდასხმას, უმუშევრობას და სრულ უპერსპექტივობას,”- წერს ინგა გრიგოლია.

ცნობისათვის, დღსპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლება იყო. ოპოზიციის ლიდერებმა ნიკა მელიას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მხარდაჭერებს სიტყვით მიმართავენ.

 

 

იტვირთბა....