ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ვაქცინა რომ გამოგვეგონებინა, ასე ყველას ერთად მაინც ვერ გავაოცებდით”- ტელეწამყვანი

გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” წამყვანები ალექსი პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე დღევანდელ ეთერს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებას უთმობენ.

ალექსი პეტრიაშვილი მომხდარი მოვლენების ანალიზს აკეთებს და ამბობს, რომ ასე გააოცოს ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოება, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

“ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ერთდროულად აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და სხვა მეგობარი ქვეყნების ადა პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების, აგრეთვე, წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოხვდე. ამას მართლა მოხერხება უნდა.

გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ვაქცინა რომ გამოგვეგონებინა, ნეტავ მართლა, ან მარსზე როვერი გაგვეგზავნა, ასე ყველას ერთად მაინც ვერ გავაოცებდით.

ხოდა, საკმარისიაო, გავოცდითო, უსიამოვნოდ, მაგრამ გავოცდით, გეყოფა პოიტიკური დევნა, დასხედით და მოილაპარაკეთო,”- აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

იტვირთბა....