„დაამხეთ, როცა ადამიანი თავისუფლებას გპარავთ, დაამხეთ! ილაპარაკეთ რევოლუციაზე.”
მურმან დუმბაძე – აჭარის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
ცნობისათვის, აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავს, რის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერებმა აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად დაიწყო, მხარდაჭერებს სიტყვით მიმართეს.