“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა ბიძინა ივანიშვილს სურს ადამიანები ციხეში ჩასვას, მაგრამ ამას ისინი არ შეეგუებიან. ამის შესახებ მან “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
“დღეს ჩემ სათქმელზე პასუხი გაცემულია. პასუხი არის ის ხალხი, ვინც აქ იმყოფება. აქციაზე მყოფი ადამიანები მოითხოვენ თავისუფლებას. ივანიშვილს სურს ჩაგვსვას ციხეში და ხალხი ამას არ შეეგუება. დღეს აქციაზე ნიკას წერილი წაიკითხეს, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა. ეს არის ლიდერის წერილი, სამშობლოს სიყვარულზე განპირობებული წერილია. ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა – ბრძოლა ბოლომდე! ” – განაცხადა ანზორ მელიამ.
ცნობისათვის, აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავს, რის პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კარვები გაიშლება.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ოპოზიციის ლიდერები აქციაზე, რომელიც ნიკა მელიას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მხარდაჭერებს სიტყვით მიმართავენ.