ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„კოვაქსს კარი უნდა „ავუტალახოთ“, ვაქცინაციის დაწყების თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს” – ბიძინა კულუმბეგოვი

“როდესაც ვხსნით ყველაფერს, მოსახლეობა დუნდება და ახალი შტამების გავრცელების საფრთხის ქვეშ ვდგებით,” – აღნიშნული განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “პირველი არხის” ეთერში გააკეთა.

კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის დაწყების ვადის ყოველი გადადება ყველა სხვა ფაქტორთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.

კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში ვაქცინის შემოსვლის თარიღი კვირის ბოლომდე გაირკვევა. მანამდე, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია.

იტვირთბა....