საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.
ღარიბაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, თავდასხმაში ბრალდებულები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს
„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.