აშშ-ს საელჩო ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ვახო სანაიაზე თავდასხმას გმობს.
საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს საქმის დროულ გამოძებას.
“აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.” – აღნიშნულია განცხადებაში
შეგახსენებთ, “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით სამივე პირი იდენტიფიცერბულია.