ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირადად ჩემი ხელით გაგიხევთ დინგს და მაგ “ტუპოი” სითავხედეს გაჭმევთ”- ვის მიმართავს მიშა მშვილდაძე

სცენარისტი, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ამბავს ბოლომდე მიიყვანენ.

როგორც მიშა მშვილდაძე წერს, თუ ეს ხელისუფლების მიერაა ჩადენილი, ძალიან ძვირად დაუჯდება.

“ღმერთს ვფიცავარ, ბოლომდე ჩავყვებით და გავარკვევთ ეს ნაბიჭვრები უბრალოდ მთვრალი ყლეები იყვნენ, თუ მოგზავნილი ტიტუშკები.

თუ გაირკვა რომ მეორეა, ღარიბაშვილო ირაკლი, ივანიშვილო ბიძინა და სხვა გომელაურებო, ამერიკის სანქციები კი არა – პირადად ჩემი ხელით გაგიხევთ დინგს და მაგ ტუპოი სითავხედეს გაჭმევთ საკუთარ მძღნერთან ერთად,”- წერს მიშა მშვილდაძე.

შეგახსენებთ, “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

 

იტვირთბა....