ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნარმანია ოპოზიციას დარგული ხეების დათვლისკენ მოუწოდებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციამ  კაბინეტში არითმეტიკის ნაცვლად, დარგული ხეები ადგილზე დათვალოს.

დავით ნარმანია: “არითმეტიკას ჯობია, გავიდნენ ადგილზე და სათითაოდ დაითვალონ დარგული ხეები. ნამდვილად 480 000 ხე არის დარგული. არსებობს შესაბამისი ტერიტორიები, სადაც ეს ხეები დაირგო. ასე რომ, კაბინეტებში არითმეტიკის ნაცვლად, ჯობია ადგილზე გავიდნენ და დათვალონ”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა გუშინ განაცხადა დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხის დარგვის შესახებ,  რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება.  პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლების აზრით,  ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო, რაც დღეში დაახლოებით 120-ზე მეტი ხის დარგვას ნიშნავს. ოპოზიცია თვლის, რომ ქალაქს ხეების დარგვის არაფერი ეტყობა.

იტვირთბა....