ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი იცით? როცა ნიკა მანქანაში ჩასვეს და მსხვერპლი არ იყო” – ანზორ მელია

“ყველაზე ბედნიერი როდის ვიყავი იცით? როცა ნიკა მანქანაში ჩასვეს და მსხვერპლი არ იყო,” – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ “მთავარ აქცენტებში” სტუმრობისას განაცხადა.

“ნაცმოძრაობის” თავჯდომარის მამა გადაცემაში სტუმრობისას შვილის დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ “შვილი კი არ მადარდებდა როცა ვუყურებდი კიბეებზე რომ მიცოცავდნენ ეს წითელგვარდიელები, ვფიქრობდი ვინმე არ დაიღუპოს.”

“ყოჩაღ ყველას ვინც იქ იყო და ხელი არ აღმართა ამ წითელ გვარდიელებზე. დედის საფლავს გეფიცებით, შვილი კი არ მადარდებდა როცა ვუყურებდი კიბეებზე რომ მიცოცავდნენ ეს წითელგვარდიელები, ვფიქრობდი ვინმე არ დაიღუპოს, ვინმე არ დასახიჩრდეს იმიტომ, რომ ნიკა მერე ვერ გადაიტანს იმას რომ მის გამო ვინმე დაიღუპა, ან დასახიჩრდა” – ამბობს ანზორ მელია.

იტვირთბა....