ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ვინც ეს გამოფენა მოაწყო, გონია, რომ ნაკლებად სამარცხვინო რამე ჩაიდინა?”- კადრები არქივიდან, რომელიც არ გინახავთ

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ფოტოების გამოფენაზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრად იმყოფენიან.

გვარამია ფოტოგრაფებს, რომლებმაც ივანიშვილს გადაუღო, სამარცხვინოს უწოდებს. გვარამია სამარცხვინოს უწოდებს, ასევე, გამოფენის მოწყობის ორგანიზატორსაც.

“ვიზიარებ, რომ ფოტოგრაფების საქმე იყო სამარცხვინო. მაგრამ, ფოტოგრაფების საქმის მსხვერპლს, რომელმაც ეს გამოფენა მოაწყო, გონია, რომ ნაკლებად სამარცხვინო რამე ჩაიდინა?

ზიზღმა და შურისძიებამ ისე არ უნდა დაგაკარგვინოს სახე, რომ გულისამრევი და საქვეყნო მასხარა გაგხადოს და შენი მსხვერპლობაც დაივიწყონ და დაიკიდონ, და თანაგრძნობა ყველამ დაცინვით და აბუჩად აგდებით შეცვალოს”-წერს ნიკა გვარაია.

გვარამია პოსტს გამოფენის ამსახველ ვიდეოსაც ურჩავს და უთითებს, რომ კადრები არქივიდანაა.

 

იტვირთბა....