ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კამპანია უნდა დავიწყოთ – თან ხალხი ჩავრთოთ პროტესტში” – თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვა

“მართალი გითხრათ, ჩემი მთავარი საფიქრალი ისაა, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული პარტიები ფორმაში იყვნენ და ისეთი შედეგი დადონ, რომ თავგასულობისკენ მიდრეკილები გააწონასწორონ. ის რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება, ეჭვიც არ მეპარება. კამპანია უნდა დავიწყოთ – თან ხალხი ჩავრთოთ პროტესტში.”

თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი.

სოციალური ქსელი.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....