“მე არ ვიცი. 30 წელია სად დავდივართ საერთოდ? დღეს არის კულმინაცია. ყველა უნდა გამოვიდეს, ვისაც უნდა, რომ თავისი შვილების მომავალი ცოტა მეტად უკეთესი იყოს. მე ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ, იმიტომ, რომ დამტოვებელი არ მყავს, ჩემი და გიორგის დედები უკვე ხანში შესულები არიან… როგორც შევძლებ, ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ჩემი ხალხი დგას.”
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა
ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ რუსტაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია დაგეგმა. დაკავების დღესვე ოპოზიციამ აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ხოლო, 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსეს.