ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია დღეს მელიას საპატიმროსთან აქციას გამართავს

ოპოზიციის წევრები დღეს პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავენ. ისინი ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას გააპროტესტებენ.

საპროტესტო აქცია 14:00 საათზე დაიწყება. ოპოზიციის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. მოგვიანებით კი აქციის წევრები რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაადგილდებიან, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ამ სახით ისინი ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ

მას შემდეგ, რაც 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების სერია დაგეგმა. დაკავების დღესვე ოპოზიციამ აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ხოლო, 26 თებერვალს მასშტაბური აქცია დააანონსეს.

იტვირთბა....