ახალი ამბები მთავარი ტექნოლოგია

მალე ფართო ბაზარზე მფრინავი მანქანები გაიყიდება

მაშინ როცა მსოფლიოში ელექტრომობილების ბუმია, ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთი რევოლუციური პროექტი მუშავდება.

“ტერაფუჯია ტრანზიშენმა” თითქმის უკვე დაასრულა მუშაობა ავტომობილზე, რომელსაც  ჩველებრივ გზებზე სიარულთაან ერთად ფრენაც შეეძლება.

“ტერაფუჯია ტრნზიშენის” მიერ შექმნილი ჰიბრიდული ავტომობილი აღჭურვილი იქნება სპეციალური ავიაციური შუქით, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. მფლობელი აფრენას მხოლოდ სპეციალური სიგნალის შემდეგ შეძლებს, რასაც ოფიციალური სარადარო სისტემიდან მიიღებს.

მფრინავ მანქანას მიწიდან ჰაერის რეჟიმზე გადასართავად ერთ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდება. ხოლო მისი მაქსიმალური სიმაღლე 3000 მეტრამდეა განსაზღვრული. ხოლო ფრენის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 160 კილომეტრ საათი იქნება.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, “ტერაფუჯია ტრანზიშენის” მიერ შექმნილი რევოლუციური ავტომობილი საბოლოო ეტაპებს გადის, რათა ამერიკის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) დაამტკიცოს საბოლოო წარმოებისათვის.

იტვირთბა....