ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა თანმიმდევრობით მოიხსნება ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები – ეკონომიკის მინისტრის განცხადება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კონტექსტში რამდენიმე პრიორიტეტი გამოიყოფა. მისი თქმით, მოქმედი რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიური ვითარებაზეა დამოკიდებული. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ჯერ პრიორიტეტულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა, შემდეგ რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და ბოლოს ზამთრის კურორტების, რომლებიც, შესაძლებელია, საბაგიროების გარეშე გაიხსნას. ამის შესახებ მან 23 თებერვალს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ შეიძლება უახლოეს პერიოდში კვლავ დავსვათ განსახილველად შემდგომი დარჩენილი ინდუსტირების გახსნის საკთხი, რა თქმა უნდა ძალიან ფრთხილად… თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, პირველი პრიორიტეტი, უახლოესი, არის საქალაქთშორისო ტრანსპიორტი, რომელიც ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა, თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა, ამ მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეები – მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც განვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება”, – თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება. თურნავა ფიქრობს, რომ შემდეგი ერთერთი ეტაპი, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება, დარჩენილი დარგების გახსნა იქნება. თუმცა, საბაგიროების გახსნის გარეშე. მისივე თქმით, ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით შესაძლოა, იმსჯელონ სასტუმროების გახსნაზე,

„ასევე, სასტუმრობში მივედით საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად.

ზამთრის კურორტები, ყველაზე მტკივნეული საკითხი. იმიტომ, რომ აქ ბუნებრივი დედლაინებიც არსებობს, იწურება ზამთრის კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე, თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, რომ არ არის ეს რაციონალს მოკლებული და ერთერთი, რასაც დავაყენებ მე კვლავ განსახილველად, ალბათ ჩვენ კოლეგებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც, რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....