საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 461 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 438 შემთხვევა, მათ შორის 263 257 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 463-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 19 051 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 825, პისიარტესტი – 7 226.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,33 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 23,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,36 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 600, კლინიკურ სასტუმროში რჩება 193 პირი.