“დღეს ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით, როდესაც პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მაქსიმალურად მოზომილად, პროპორციულად და იყო ორიენტირებული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა – ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე”
ანრი ოხანაშვილი – “ქართული ოცნების” წევრი.
განაცხადა ჟურნალისტებთან.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.