ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით, სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ” – ანჯაფარიძე

“დააკავეს ნიკანორ მელია, რომელიც დიდი ნაბიჯებით სრულიად შეგნებულად მიდიოდა ასეთი ფინალისკენ. რაც არ უნდა დაწერონ და თქვან აქ, ჩემთვის მთავარია რომ აღსრულდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი – კანონზე მაღლა არ დგას არავინ და მის წინაშე ყველა თანასწორია.”

ზაალ ანჯაფარიძე – ანალიტიკოსი.

სოციალური ქსელი.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....