ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოება და მედია ეხმაურება.
“Euronews” წერს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რომ დაეპატიმრებინათ ოპოზიციის მთავარ ოფისში მყოფი ლიდერი ნიკა მელია.
მელია იქ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაც ბაიკადები ჰქონდათ ოფისში აღმართული.
გერმანულ გამოცემა “Deutsche Well“-ს ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონისა და ამერიკელი პოლიტიკოსის მეთიუ ბრაიზას გამხმაურებებს აქვეყნებს. მათ განცხადებებში ღრმა შეშფოთებებია გამოთქმული.
“დაკავებულია ოპოზიციის ლიდერი, რაც პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს” – ეს კი “France 24” – ის სათაურია.
ფრანგული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ლიდერის დასაკავებლად, ხელისუფლებამ პარტიის შტაბის ძალადობრივი დარბევის დროს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა“ – ასე ეხმაურება “Reuters” განვითარებულ მოვლენებს.
შეტევა ოპოზიციური პარტიის შენობაზე. პოლიციამ ცრემსადენი გაზის გამოყენებით შეტევა მიიტანა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე და დააკავა მათი ლიდერი, ნიკა მელია.” – წერს “Al Jazeera”
“Telegraf”-ი იუწყება, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო პოლიტიკური კრიზისის შუაგულში იმყოფება.
სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.