ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ წუთებში მიმდინარეობს კიბერშეტევა სახელმწიფო ვებ გვერდებზე” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის,  განცხადებით ამ წუთებში მიმდინარეობს კიბერშეტევა სახელმწიფო ინსტიტუების ვებგვერდებზე ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის ვარაუდით, ეს სპეციალურად ორგანიზებული ჯგუფების მიერაა დაგეგმილი.

“აი ამ წუთას მიდის მასირებული კიბერშეტევა ჩვენი პარტიისა და სახელმწიფო ინსტიტუების ვებ გვერდებზე. ჩემი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვა , რომ ეს არის იმ ადმიანებისა და იმ ჯგუფების თუ სტრუქტურების ავტორობით, რომელთაც უნდათ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია.

ერთ-ერთი ის რაც შეიძლება მოეფიქრებინათ, არის ის, რომ კიბერშეტევა განეხორიცელებინათ სახელმწიფო სტრუქტურების მისამართით.” – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.

გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები. 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

იტვირთბა....