aviabiletebi
მთავარი ციტატა

“იმედზე დღეს ვიხილავთ, რა მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატარა 5 ათასმა პოლიციელმა ერთი მელიას დაპატიმრების სპეც.ოპერაცია”- ხუხაშვილი

“იმედზე დღეს ვიხილავთ დიდ გადაცემას იმაზე, თუ რა მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატარა 5 ათასმა პოლიციელმა ერთი მელიას დაპატიმრების სპეც.ოპერაცია.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი – გია ხუხაშვილი

აღნიშნულით გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.

გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები. 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.

 

იტვირთბა....