ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა” – ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაპატიმრებაზე

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი შეშფოთებას გამოთქვამს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო.

“ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. ამ რთული სიტუაციიდან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ ქმედებას. ჩვენ ყველანი გაკვირდებით” – წერს კინზინგერი საკუთარი ტვიტერის გვერდზე

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა

იტვირთბა....