“საქართველოს იმიჯს მიადგა უდიდესი ზიანი, რაც არაა მხოლოდ იმიჯის ამბავი. ქვეყანა იღებს ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს, რაც გამოიწვევს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას და თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს”
დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი
სოციალური ქსელი
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
გავრცელდა ნიკა მელიას დაკავების კადრები.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა.