ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შოკირებული ვარ.” – ბრიტანეთის ელჩი მელიას დაპატიმრებაზე

დიდი ბრიტანეთის ელჩი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

მან განცხადება საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.

“შოკირებული ვარ სცენით რომელიც დღეს ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისთან. ქაოსი და ძალადობა ახლა უკანასკნელი რამაა რაც საქარველოს სჭირდება. მკაფიოდ მოვუწოდებ ყველა მხარეს იმოქმედონ თავშეკავებულად დღესაც და მომდევნო დღეებშიც ‬” – დაწერა მარკ კლეიტონმა

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ენმ-ის ოფისში შესვლასა და ნიკა მელაის დაკავებას 22 თებერვლის ღამეს გეგმავდა

 

იტვირთბა....