სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდეგნიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მოკლედ მიმოიხილავს და საზოგადოებას მიმართავს:
„ეს პარადოქსია, თუ ქართული ზნე? ყველას გასაგონად ვწერ და ვეცდები გასაგებად დავწერო, ზედმეტი ბარბარიზმების გარეშე და ჩემი აზრი კარგად გადმოვცე.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ამ 30 წელიწადში, სულ მუდამ გახლეჩილი იყო ჩვენი ქვეყანა.
ზვიადისტები-პუტჩისტები;
შევარდნაძისტები- ზვიადისტები;
შევარდნაძისტები- მიშისტები;
მიშისტები- გრეჩიხისტები;
მიშისტები – ბიძინისტები;
ბიძინისტები- მიშისტები;
ბიძინისტები- მიშისტები.
…და რა ესმით 30 წლის მანძილზე ჩვენს უცხოელ მეზობლებს, მეგობრებს, თუ მტრებს? მუდმივად ორად გაყოფილი ერთი ციდა ერი, თუმცა მდიდარი ისტორიის და ტრადიციების (რაც უცებ შეიძლება არავინ არ გაითვალისწინოს) ვდგავართ და მხოლოდ ვიგინებით, ვიგესლებით, ვიწყევლებით, ყველას მისამართით, თან იმათთან გვინდა კაცო, იმათთან… ვევედრებით, ზოგი დასავლეთს, ზოგიც ჩრდილოეთს, რომ თქვენთან გვინდა მიგვიღეთო.
ერთი მხარე აგინებს დასავლეთს, მეორე-ჩრდილოეთს. მუდმივად, 30 წელი… ყოველდღე, ყოველ წამს…
ხალხო, ჩვენ შიგნით ვართ გაყოფილები, გვძულს ერთმანეთი, ვკლავთ, ვანადგურებთ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი გვავიწყდება, რომ სხვისთვის და ამ შემთხვევაში დასავლეთისთვის და ჩრდილოეთისთვისაც, ჩვენ ყველა ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქები, ანუ სახელმწიფო აგინებს ყველას და ყველაფერს და თან მათთან უნდა??
ეს სადაური წესია? და როგორც ასინეთა იტყოდა:სადოური და აქოური ბატონო!
არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ამ მთელ მსოფლიოს, ერთხელაც ყველას ერთად ამოუვალთ ყელში და ჰოპ! საქართველო გადაიქცევა სირიად (ბოდიში მათთან ბატონებო) .
ერთობაოო, დასხედითოო, ამდენი ხანი ეკლესია ცალკე მოგვიწოდებს, უცხოელი მეგობრები ცალკე, მტერი ხელებს იფშვნეტს, ჩვენ რა ვერ გავიგეთ?
გაერთიანება გვინდა, აფხაზ და ოს დაძმებთან ისევ და აქ კიდევ ვიხევით შუაზე? ვჭამთ ერთმანეთს? ამის თავიც, რომ არა გვაქვს ესეც ცხადია. თორემ რა გახდა ამხენი ხანი დავჭამოთ და დავისვენოთ ჩვენც და იმათაც.
დავამთავროთ კონტიტუციის და უზენაესი კანონის ფხრეწვა, შევიგნოთ სახელმწიფო ინეტერესები რა არის. ეროვნული ღირებულებები და ინტერესები, ხომ უცხო სიტყვათა ლექსიკონში გადავიტანეთ და იქაც არ ვკითხულობთ განმარტებას და აზრს ამისას. კარგად გადავხედოთ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობა-მდგომარეობას, ისტორიას… დღევანდელობას, სად გავარდა სხვა ქვეყნები… ვაქცინა ვერ გვიყიდია, რომ ვაწარმოოთ სადაა ეგ ფუფუნება, ვერ გვიყიდია!
სოსო მანჯავიძის სიტყვებს გამოვიყენებ: ან, ან ისტობა დაგვღუპავს ბოლომდე… ბოლომდე…“, – აცხადებს გოგაშვლი.