ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,არც ერთი და არც მეორე ჩვენ არ აგვცდება” – რა მიმართვას ავრცელებს ირინა სარიშვილი

,,პარლამენტმა დაამტკიცა ღარიბაშვილის მთავრობა. დასავლეთი მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებისგან და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდეს”, – ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებას ეხმაურება.

ღარიბაშვილი მოლაპარაკებებზე უარს ამბობს და ზედიზედ რამდენიმე განცხადებით პირდაპირ იწვევს ოპოზიციას ხელჩართულ ბრძოლაში. ოპოზიცია ეთანხმება დასავლეთის რეკომენდაციას რომ კრიზისიდან გამოსავალი მოლაპარაკებით მოხდეს.

მიხვდით ხო რატომაა სწორი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან ადრე დაანონსებული 25 თებერვლის აქციის გადადება? ჰოდა თუ მიხვდით, თავი დაანებეთ, ვისაც ეს ეხება, ოპოზიციის დამუნათებას თითქოს ვინმეს სიცივის ან ციხის ეშინია. არც ერთი და არც მეორე ჩვენ არ აგვცდება არცერთ ვარიანტში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დასავლეთის სრული მხარდაჭერის და ხელისუფლების ბოლომდე გაშიშვლების ფონზე”, – წერს ირინა სარიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

იტვირთბა....