ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

89 ხმა 2-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის შემადგენლობას 89-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, 2 დეპუტატი წავიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

იტვირთბა....