ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ფოტო) “ჩემი გარდაცვალების დრო დადგა”- ირაკლი ოქრუაშვილი პოსტს აქვეყნებს

“გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძისთვის თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მინიჭებას ეხმიანება.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის უკვე ყველაფერს მოესწრო, რაც იმას ნიშნავ, რომ “მისი გარდაცვალების დრო დადგა.”

“რეიგანს მოვესწარი, ბრეჟნევ-გრომიკო- ანდროპოვსაც, ერიკ ხონეკერსაც, გამსახურდიას, კიტოვან-იოსელიანს, ედუარდ გიორგის, მიშას და საკუთარ თავსაც. რადგან ამათაც მოვესწარი ე.ი. ჩემი გარდაცვალების დრო დადგა,”- წერს ირალი ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი  პოსტთან ერთად ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძეს აჯილდოვებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადასცა.

იტვირთბა....