ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ფოტოები) როგორ პირბადეებს იყენებდნენ პანდემიის დროს ძველ ლონდონში

პირბადეების მოდა დროთა განმავლობაში იცვლებოდა სხვადასხვა დანიშნულებისა და პრიორიტეტების გამო.

მოგეხსენებათ, გასული საუკუნის მეორე ათწლეულში ესპანური გრიპი მძვინვარებდა მსოფლიოში, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 20-დან 50 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დროს ბრიტანეთში იძულებული გახდნენ პოპულარიზაცია გაეწიათ პირბადეებისათვის, რომ ხელი შეეშალა გრიპის გვრცელებისათვის.

პოპულარული გახდა ასევე სლოგანი: “ატარე პირბადე – გადაარჩინე სიცოცხლე!”

თუმცა პირბადის სტილი სულ სხვანაირი იყო. ლონდონის მცხოვრებლები ატარებდნენ დოლბანდს, რომელიც მხოლოდ პირს ფარავდა, ხოლო ცხვირის მხარეს ასხამდნენ სადეზინფექციო ხსნარს, რათა მიკრობების გავრცელება შეეჩერებინათ.

ესპანური გრიპის პანდემია პირველი მსოფლიო ომის მიწურულს დაიწყო და დაახლოებით ორ წელიწადს მძვინვარებდა, 1918-1920 წლებში.

ფოტოზე გამოსახულია ლონდონის მცხოვრები, რომელსაც სახლში გაკეთებული პირბადე აქვს სახეზე და  ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებს, პანდემიის დროს:

იტვირთბა....